მოქალაქე ხატია ახალაიას ინფორმაციით, ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი სანადირო თოფიდან ისროდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"ქუთაისი ბუხაიძის 22- ს პირდაპირ, ტიპი სანადირო თოფს ისვრის გალეწილი მთვრალი!!!! ბავშვები ფანჯრებიდან გადმომდგარან, ბებიაჩემი მახლავს, რომელსაც ძალიან ეშინია...
მეუბნება, რომ სტრუქტურის თანამშრომელია და ახალ წელს აღნიშნავს და სადაც მინდა იქ შემიძლია დავრეკო!!!!!", - წერს მოქალაქე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ფორმულა ხატია ახალაიას დაუკავშირდა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, მან 126-ში დარეკა. მისივე თქმით, ახლა კაცი აღარ ისვრის.