logo
ENG



მოქალაქე ამბობს, რომ მის ვერანდაზე ზედა მეზობელმა იარაღიდან ისროლა

12 ივნ 202301:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/d88qvjd48267ap9.png

მოქალაქე ამბობს, რომ მის ვერანდაზე ზედა მეზობელმა იარაღიდან ისროლა.

"ვისხედით ვერანდაზე მე და ჩემი შვილი, ნიკოლოზი. ერთი წამით შევედი ტელეფონის ასაღებად და ხმა გავიგე და ზუსტად იმ 1 წამში ვიღაცამ ზემო სართულიდან ტყვია ისროლა. აქ რომ ვმჯდარიყავი, ახლა დიდი ალბათობით ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ნიკოლოზს მოხვდა ფეხში ანასხლეტი. გადავრჩით", - ამბობს თათია ჩაფიჩაძე ვიდეოში.

ფორმულას ინფორმაციით, ბოლო სართულზე პოლიციელი ცხოვრობს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა