საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოში მივიდა, თუმცა მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.
ჟურნალისტებს ადვოკატთან კითხვები პეტრე ცაავასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა ქარჩავამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"მოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ", - აღნიშნა ქარჩავამ.
ჟურნალისტებმა მას კითხვები მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როდის მიმართავს საპატრიარქო პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატმა განაცხადა, რომ "არ იცის".
"არ ვიცი, როდის. მოამზადებს და მერე", - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართავს.