logo
ENG



მოქალაქეები გადაყვანილი ჰყავთ შსს-ს ცენტრალურ შენობაში - სულ 12 პირია დაკავებული

12 დეკ 201910:11
3 წუთის საკითხავი
 
xrv6eesfk4i9407.jpg

შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ დაკავებულია 12 ადამიანი. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. კერძოდ კი ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. 

მოქალაქეების დაკავების შესახებ განცხადება "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. მანჯგალაძის განცხადებით, დაკავებულები შსს-ს ცენტრალურ ადმინისტრაციულ შენობაში არიან გადაყვანილი. 

"მშვიდობიანი მოქალაქეები ივანიშვილის ხელისუფლება უპირისპირდება პოლიციური მექანიზმებით. მშვიდობიან აქციას ვატარებთ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. პოლიცია მიზანმიმართულად ცდილობდა აქტიური მოქალაქეების დაკავებას. ამ წუთისთვის დაკავებული არიან გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, დათო კაკაურიძე, ზურაბ კოსტავა, კახაბერ მაჩიტიძე და სირცხვილიას აქტივისტები. ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები გადაყვანილი ჰყავთ კახეთის გზათკეცილზე, შსს-ს ცენტრალურ ადმინისტრაციულ შენობაში. ალბათ მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები", - განაცხადა მაჯგალაძემ. 

 

 

 

 

 


close დახურვა