ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქე მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას დაუპირისპირდა.
სხდომაზე დაპირისპირებისას მიქავამ საკრებულოს თავმჯდომარეს წყლის ბოთლი ესროლა, მოგვიანებით კი საპატრულო პოლიციაც თავად გამოიძახა. დაპირისპირება ნიკო ნიკოლაძის N3-ში მდებარე 4000კვ.მ მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვას მოჰყვა, სადაც რამდენიმე კვირის წინ გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მოხდა.