logo
ENG



მოქალაქის თქმით, თბილისში 3 არასრულწლოვანი ტაილანდელ კაცს თავს დაესხა

20 ივნ 202317:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/ffsyy03wc002ifq.jpg

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ 18 ივნისს თბილისში, გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლოვანი ასაკოვან ტაილანდელ კაცს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ორშაბათს, 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლობელი, ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ, თუმცა ერთ-ერთმა არასრუწლოვანმა ტაილანდელ კაცს დაარტყა, რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან, პირიდან, ნიკაპიდან, დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით, გადარჩება თუ არა. გვჭირდება სოციალური მედია, რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენტიფიკაცია, რათა სხვაც არ ჩააგდონ იგივე მდგომარეობაში", - წერს მოქალაქე. 

 


close დახურვა