მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდქსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.