მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს დაუნიშნეს.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.
"ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ ივლის. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროცესი ჩაცხრება და ხალხი გატყდება. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის პროცესის კრიტიკულად დამძიმებას". - განაცხადა ადვოკატმა.
პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ექსპრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, შესაძლოა, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".