logo
ENG



მოძრაობა გაბედე შაბათს კანცელარიასთან აქციას აანონსებს

18 დეკ 201900:42
3 წუთის საკითხავი
 
1vmaj5l707gpdjg.jpg

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები კანცელარიასთან შაბათს აქციას აანონსებენ. ისინი 15 წლის მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ. მათი თქმით, ლუკა სირაძე არ იყო სისტემის პირველი მსხვერპლი და ეს უნდა დასრულდეს, ამიტომაც ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს ეს დამპალი სისტემა.

„მოძრაობა „გაბედე“ ვადასტურებთ პატივისცემას ოჯახის მიმართ, გამოვთქვამთ მწუხარებას და მთელ საქართველოს ვუსამძიმრებთ ტრაგედიას. ლუკას დაკრძალვამდე თავს შევიკავებთ აქტიური პროტესტისგან. მაგრამ შაბათს საღამოს ექვს საათზე ვაანონსებთ აქციას, რადგან სახეზეა პოლიციური რეჟიმი. სამწუხაროდ, ლუკა არ იყო პირველი მსხვერპლი, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. მივმართავთ ყველა ფორმას, რომ საწადელს მივაღწიოთ და ეს დამპალი სისტემა დასრულდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველამ გავბედოთ და გავაპროტესტოთ, რაც ხდება. აქცია იქნება აქ, კანცელარიის წინ, მთავრობის გასაგონად, რადგან ისინი არიან სისტემის სულისჩამდგმელები და არ ცვლიან არაფერს, აკეთებენ იმას, რასაც წინა ხელისუფლებები აკეთებდნენ. კანონი არ კანონობს. როცა პოლიციელი კანონს არღვევს, ამას არ მოჰყვება ქმედება. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები. ჩვენ არავის არ შევარჩენთ ასეთ ქმედებებს. ვისაც შესტკივა ჩვენს მომავალზე გული, ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს აქ - უნდა გავაკეთოთ ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, დავასრულოთ პოლიციური რეჟიმი. უნდა დაიწყოს ჯანსაღი პროცესები, სადაც პოლიცია არ იძალადებს და ვიფიქრებთ მხოლოდ განვითარებაზე, წინსვლაზე“, - აცხადებს მიშა ქუმსიშვილი, „გაბედეს“ აქტივისტი.


close დახურვა