logo
ENG



მოძრაობა გაბედემ ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარი მიუტანა

18 თებ 202015:11
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან. მათი განცხადებით დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, სწორედ ამიტომ საჩუქრად ფოტო წარწერით „სინდისი“ მიუტანეს.

მოძრაობა გაბედეს აქტივისტის ბექა ნათელაშვილის განცხადებით ივანიშვილს სინდისი არ გააჩნია. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ივანიშვილს შესაბამის პასუხს გასცემს.

„სინდისი არ გააჩნია მას შემდეგ რაც ჩააგდო პროპორციული არჩევნების დაპირება, ჯალათი გახარია პრემიერად მოგვივლინა, სინდისი არ გააჩნია მას, რომ როცა თავისი პირადი დაცვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად დანიშნა, სინდისი არ გააჩნია მას, როცა გენპროკურორის თანამდებობაზე შოთაძე მოაბრუნა და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ მოვუტანეთ საჩუქარი და გვინდა, რომ ცოტა საღ გონებაზე მოვიდეს. იმედია ამ საჩუქარს გადასცემენ. ქართველი ხალხი 2020 წლის არჩევნებზე შესაბამის პასუხს გასცემს ბიძინა ივანიშვილს. ის სამარცხვინო და უსინდისო ადამიანია“,- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.


close დახურვა