logo
ENG



მოძრაობა ზოდის გადარჩენისთვის აქტივისტს კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ

25 ივნ 202422:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/vpvwt8b1vt9ex9u.jpg

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის კიდევ ერთ წევრს, სამოქალაქო აქტივისტ კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ.

აქტივისტი ჰყვება, რომ 3 ადამიანი თბილისში, 51-ე სკოლასთან დაესხა თავს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და გაქცევა მოახერხეს.

"თავდასხმა მოხდა ჩემზე 51-ე სკოლის წინ. მცემეს, მე მგონი ტვინის შერყევაც მაქვს. გადარჩენილი ვარ, პატრული მოსულია. დაზიანებები მაქვს, წამაქციეს და მირტყამდა 3 ადამიანი. მანქანის გადაღება შევძელი, მცირე დაზიანებები მაქვს. მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრით იყო. აქ, შუაგულ რუსთაველზე კამერები ბევრი იქნება და წესით, არ გაუჭირდებათ, მაგრამ ნიღბებით იყვნენ, ზურგიდან, უკნიდან დამარტყეს და წაქცევის დროს 3 ადამიანი შემდგა. კიდევ კარგი, აქ ხალხი იყო და სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება უფრო რთულადაც ყოფილიყო სიტუაცია.

ცოტა სისხლი მომდის, მაგრამ არა უშავს, გამივლის. მოკლედ, ამას მე ვუკავშირებ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ახლა პატრულმაც დამისვა კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ხომ არ ხარო, მეთქი არ ვარ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ ვარ, ჩემი წევრობა არის სოფელი ზოდი და ამას უკავშირდება ახლა ეს ყველაფერი თავდასხმა. ახლა ველოდები სასწრაფოს, შევიმოწმებ თავს, მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს, თუმცა მე მგონი, გადავრჩი. სასწრაფოც მოვა, პატრულიც მოსული არის.

2 დღის წინ ნიკოს დაესხნენ თავს, დღეს მე. ასეთი მდგომარეობაა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. მე ვიტყვი, რომ ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როგორც ნიკომ თქვა და ერთი ადამიანი შეგაკვდებით მარტო იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში არ ვიცხოვროთ. რატომ? ვის ესხმით თავს? მაგრამ უკვალოდ არ ჩაივლის ეს, დაიმახსოვრეთ", - თქვა მან Facebook-ის LIVE-ის დროს.

მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს. ამ მოთხოვნით აქტივისტებმა 30 ივნისს აქციაც გამართეს.

ქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოძრაობის წევრს და აქტივისტს ნიკო გაფრინდაშვილს დაესხნენ თავს. მას ფიზიკურად სადარბაზოსთან გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ნიკო გაფრინდაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, დაზიანებები სახის, ხელისა და ყელის მიდამოებში. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


close დახურვა