logo
ENG



მოძრაობა შეცვალე:მივაკითხავთ ოცნების ყველა იმ წევრს, ვინც ჩააგდო კანონპროექტი

09 დეკ 201908:09
3 წუთის საკითხავი
 
99hx64itq1dkrj4.jpg

მოძრაობა „შეცვალესა" და „გაბედეს" აქტივისტები აქციებისა და პიკეტირებების შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი უკომპრომისო და არაძალადობრივი ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი იქნებიან ყველგან, სადაც მივლენ დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს. 

როგორც „ფორმულას“ მოძრაობა “შეცვალეს“ აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განუცხადა, აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატებს ყველგან მიაკითხავენ.

„ბრძოლა გრძელდება. გადავედით ქუჩის აქციების რეჟიმში. უნდოდა ივანიშვილს წინააღმდეგობა და მიიღო ეს წინააღმდეგობა. ამ კვირაშიც მივაკითხავთ „ქართული ოცნების“ ყველა იმ წევრს, ვინც ჩააგდო ეს კანონპროექტი და ვისაც წვლილი მიუძღვის იმ რვაწლიან რეჟმში, სადაც ვიცხოვრებთ საქართველოს მოსახლეობამ. მივაკითხავთ და შევაწუხებთ ყველგან, ვისაც არ უნდა ხვდებოდნენ“, - განაცხა ფარულავამ.


close დახურვა