logo
ENG



მოწინააღმდეგის ხატი 200 ნაციონალშია ასახული-ოპოზიცია კობახიძის განცხადებას აფასებს

10 ივნ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას  პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის თქმით, ირაკლი კობახიძემ საკუთარი განცხადებით, საზოგადოებას დასცინა. კერძოდ, იმ დროს, როცა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, ერთი წლის თავზე ცინიკურ განცხადებებს აკეთებს და ამ გზით შეურაცხყოფას აყენებს ხალხს.

"ირაკლი კობახიძე, რომლის ხელშეწყობითაც გავრილოვი ჩამოვიდა საქართველოში და რომლის ხელშეწყობითაც, პარლამენტში დიდი აჟიოტაჟით მიღება გაუმართეს, ერთი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ იხდიდეს ბოდიშებს, პირიქით - დაცინვის ტერმინოლოგიით მიმართავს ხალხს. 200 ნაციონალი იყო მისთვის, როცა სპერაზმი გამოჰყავდათ და არბევდნენ მოსახლეობას. მათთვის მოწინააღმდეგის ხატი 200 ნაციონალშია ასახული",-აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი მოვა და "ნაციონალებთან" ერთად, იქ იდგებიან, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომდგენლები, ასევე, რაც მთავარია, სამოქალაქო აქტივისტები.

"20 ივნისს აქცია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ, რათა გაიხსენონ ის დღეები, რას შარშან ამ დღეებში ხდებოდა. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო "ნაციონალები" იქნებიან. ზოგადად, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება რაიმეს გაარტყას კობახიძემ. სულ ასეთ აცილებებს აკეთებს, როცა რაიმე შეფასებას აკეთებს",-აღნიშნავს სერგი კაპანაძე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრება" უწოდა და განაცხადა, რომ ის თავების დათვლას აპირებს. 

რაც შეეხება 20 ივნისს დაგეგმილ აქციას, სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე დააონსეს, რომ პროტესტი აუცილებლად გაიმართება და ის იქნება მშვიდობიანი. 


close დახურვა