logo
ENG



მოწოდებები სააკაშვილის გადასარჩენად

21 დეკ 202219:51
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ინტერპრეტაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე. ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობა უნდა გაეწიოს. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები. მოწოდება ქართულმა ოცნებამ ერთი მხრივ, კვლავ შეერთებულ შტატებზე თავდასხმისთვის გამოიყენა, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ სახელმწიფო ისედაც უქმნის სააკაშვილს ღირსეულ პირობებს. ერთი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებას ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა. ქართულმა ოცნებამ ეს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.


close დახურვა