მრავალმილიონიანი ტენდერის ისტორია, რომელიც სპეციალისტების თქმით, აქამდე გამოვლენილი დარღვევების რეკორდს ხსნის. უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მოსამზადებლად და სტადიონების რეაბილიტაციისთვის მთავრობამ ორი ტენდერი გამოაცხადა, ორივე შემთხვევაში მონაწილე კომპანიამ გამოცდილების დადასტურება ვერ შეძლო, რაც დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა. სულ რაღაც ოთხ დღეში კი ხელისუფლებამ 12-მილიონიანი დაკვეთა მაინც ტენდერში დაწუნებულ კომპანიას მისცა.