სოციალურად დაუცველი ოჯახების მძიმე საცხოვრებელი პირობები. ავარიულ შენობაში მცხოვრები ოზურგეთელებისთვის ვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელი რჩება. ოცნების მერობის კანდიდატისგან მიღებული დაპირება ცარიელ სიტყვებად დარჩა. ახლა მერიაში არ სურთ განმარტებები, რატომ არ გაამაგრეს შენობა, რომელშიც ცხოვრება ადგილობრივებს შიშით უწევთ.