logo
ENG



მრევლი სააღდგომოდ ტაძარში მისასვლელად ემზადება - საპატრიარქო პოზიციას არ ცვლის

15 აპრ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

მედიის და საზოგადოებრივი ჯგუფების მოლოდინის მიუხედავად, საპატრიარქოს დაანონსებული განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს სასულიერო პირები განაგრძობენ და პარალელურად ეკლესიებს 1000 და მეტი მომლოცველის მისაღებად აწყობენ, ასე მღვდლები სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან. კანონზე მაღლა კი ეკლესია ხელისუფლებამაც დააყენა, როცა სრული პასუხისმგებლობა კომენდანტის საათისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვაზე მოქალაქეებს დააკისრა. 

საპატრიარქოში იყვნენ დღეს მეუფეებიც,  - პატრიარქის საბოლოო კურთხევამდე მიტროპოლიტთა ნაწილი იმასაც კი ქადაგებს, რომ საგანგებო მდგომარეობა მასონურია. ამ ყველაფრის ფონზე ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს პირადად გიორგი გახარიასთვის მოუხდათ შეხსენება იმის, რაც კონსტიტუციით და კონკორდატითაა გარანტირებული, საქართველო არა მართლმადიდებლური, არამედ სეკულარული სახელმწიფოა. 

კომენდანტის საათის მიუხედავად, ეკლესიების ნაწილში აღდგომის წირვისთვის ემზადებიან, მრევლის მიღებას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ.  მორწმუნეების ნაწილი ამბობს, რომ კანონით დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, აღდგომას ტაძრებში შეხვდებიან.

სასულიერო პირები  მრევლს აღდგომის წირვაზე დასასწრებად მაინც ელოდებიან. წინასწარი გეგმა ასეთია -ტაძრებში მლოცველები 9 საათამდე მივლენ,  შემდეგ ტაძრის ეზოები დილის 6 საათამდე -კომენდანტის საათის დასრულებამდე დაიხურება. დღეს ფორმულამ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად ამ გეგმისთვის შერჩეული ადგილი გადაიღო. 

უფლებადამცველები მიიჩნევენ რომ მთავრობა ეკლესიასთან დაპირისპირებას ვერ ბედავს და კანონს საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფზე ვერ აღასრულებს. 

 


close დახურვა