logo
ENG



მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

28 ოქტ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/i1lvkoxufa7uuoc.jpg

მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო!

მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - ვკითხულობთ თეატრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.


close დახურვა