logo
ENG



მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა და მეუფე მაშინ უარყოფდა ამ ამბავს - მიქაელ ბოტკოველი მეუფე ზოსიმეზე

06 ნოე 201916:45
3 წუთის საკითხავი
 
lvsjjp3mn9xfpib.png

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ არის მეუფე ზოსიმეს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, თუმცა როგორც მეუფე ზოსიმეს კიდევ ერთი სტუდენტი, მიქაელ ბოტკოველი "ფორმულასთან" განმარტავს მსგავსი ფაქტი ყველას ახსოვს. მისი თქმით, როცა ეს მოვლენები ხდებოდა სემინარიაში, ისიც სტუდენტი იყო. დამატებითი ცნობები არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ შეესწრო ერთ-ერთ კონფლიქტს, როცა ზვიად გამსახურდია დაუპირისპირდა მეუფე ზოსიმეს. 

" ეს ინციდენტი მოხდა სასულიერო სემინარიაში. მაშინ აკადემიის 1-ლი კურსის სტუდენტი ვიყავით და ყველამ შევიტყეთ ეს ინციდენტი დერეფანში ხმაურის გამო. როცა ზვიად გამსახურდია მოვიდა სასწავლებელში, სტუდენტები დახვდნენ და იქ იყო უსიამოვნო საუბარი მეუფესა და დანარჩენ მრევლს შორის. ჩვენ სტუდენტები გამოვიყვანეთ აუდიტორიიდან და შევეცადეთ სიტუაცია განგვემუხტა, ვთხოვდით რომ სასწავლებელი დაეტოვებინათ. ჩვენ გვევალებოდა, რომ ზოსიმეს მხარეს დავმდგარიყავით,"- აღნიშნავს მიქაელ ბოტკოველი.

გამოდის რომ დერეფანში მყოფი სტუდენტები გამსახურდიასთან ერთად მეუფე ზოსიმეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ? - ჟურნალისტის ამ შეკითხვას მიქაელ ბოტკოველი შემდეგნაირად პასუხობს:

"დერეფანში იყო საუბარი, რომ ზვიად იმუქრებოდა იმაზე, რომ გააკეთებდა ზოსიმე ეკლესიაში რომ აღარ ყოფილიყო და მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა (სტუდენტებსა და მეუფეს შორის) უფრო ადრე მოხდა, ვიდრე აღნიშნული შეხლა-შემოხლა. ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ მეუფის მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა და მეუფე მაშინ უარყოფდა ამას,"- განმარტავს მიქაელ ბოტკოველი.

 

 


close დახურვა