logo
ENG



მსვლელობა ჰონკონგში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

05 ივნ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა მსვლელობა ჰონკონგში, სადაც ათასობით ადამიანმა 31 წლის წინ პეკინში ტიანან-მენის მოედანზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი.  

მსვლელობა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, მეგაპოლისის მცხოვრებლები ქუჩებში სანთლების ხელში გამოვიდნენ. სამართალდამცველები მსვლელობის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  

ჰონგ-კონგში მსვლელობა ყოველწლიურად იმართება. 1989 წლის 4 ივნისს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე კომუნისტურმა მთავრობამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. ამ დრომდე უცნობია ამ დღეს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა. 


close დახურვა