logo
ENG



მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ - წითელ ზონად გამოცხადებული იტალია

10 მარ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ-19 მსოფლიოს ახალი ძალებით უტევს. საშიში ვირუსის მასშტაბური გავრცელების გამო მთელი იტალია საკარანტინო ზონად იქცა. მსხვერპლის რიცხვი აქ 463-ს აღწევს. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. გადაიდო სპორტული ღონისძიებები. იტალიაში ვიზიტის გამო თვითიზოლაციაშია ევროპარლამენტის პრეზიდენტი. 

ამერიკის პირველი პირის ადმინისტრაციას კი იმის მტკიცება დასჭირდა, რომ დონალდ ტრამპს კორონავირუსზე ანალიზის ჩატარება არ მოეთხოვება. სასტიკმა ვირუსმა შეერთებულ შტატებში უკვე 26 ადამიანი იმსხვერპლა.

დადებითი ტენდენცია გამოვლინდა ჩინეთში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამის საჩვენებლად პრეზიდენტი ქალაქ უხანში ჩავიდა. 

 

 

 

 

კოვიდ-19-მა შეცვალა მუსიკოსთა სამუშაო გრაფიკიც. ავსტრალიაში საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა გადაიფიქრა მაილი საირუსმა. კანადაში კონცერტები გააუქმა გრანჟ-კორ ჯგუფმა პერ ჯემიმ, ბოლო ორ კონცერტს პარიზში აღარც მადონა ჩაატარებს. 


close დახურვა