დონალდ ტრამპის განცხადებას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში დააფიქსირეს. განცხადებას დადებითად აფასებენ ერაყის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პირველი პირები. ირანელი მინისტრი კი ტვიტერზე წერს, რომ ეს დიდი არაფერია და ტრამპმა უბრალოდ თავისი ქმნილება მოკლა. თეირანში მიიჩნევენ, რომ ალ-ბაღდადის სიკვდილი „ისლამური სახელმწიფოს" დასასრულს არ ნიშნავს. დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია გუშინ განხორციელდა. მისი ლიდერობის 5-წლიან პერიოდში ტერორისტული დაჯგუფების მიერ ევროპასა და აზიაში ორგანიზებულ თავდასხმებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა გუშინ "ტვიტერში" დაწერა ფრაზა, "ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა," რის შემდეგაც მან ამ თემაზე განცხადება გააკეთა.