მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი უცხოური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. სტეფან სეჟურნე კიევშია დახმარების და მხარდაჭერის შესახებ პარიზის მკაფიო გზავნილით. უკრაინის დედაქალაქი უკვე მეორე დღეა ევროპელ მაღალჩინოსნებს მასპინძლობს. კიევს სტუმრობდა რიში სუნაკი, რომელმაც სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის შესახებ გამოაცხადა და ხელი მოაწერა 10 წლიან დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი ვალდებულია, სწრაფად აღმოუჩინოს უკრაინას დახმარება.
მსოფლიო ლიდერები კიევში
13 იან 202420:12
3 წუთის საკითხავი