logo
ENG



მსოფლიო ლიდერები ლიბიის კონფლიქტის გადაჭრის გზებს განიხილავენ

19 იან 202019:43
3 წუთის საკითხავი
 
47itp505ndi73uc.jpg

გერმანიაში მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ. ბერლინში გამართულ  კონფერენციაზე ლიბიაში არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზებს განიხილავენ.  შეხვედრებში გაეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 

ლიდერებს უკვე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანნმა. მისი თქმით, სასწრაფო ქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი აირიდოს.

მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბიას ორი ძალა მართავს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ფაიზ სარაჯი უდგას და დროებითი მინისტრთა კაბინეტი,  რომელსაც მხარს ლიბიის ეროვნული არმია უჭერს. 


close დახურვა