მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის შედეგად 3 ათასი ადამიანია დაღუპული, ინფიცირებულთა რიცხვი კი 88 ათას 400-ს აღწევს - ასეთია ბოლო ოფიციალური მონაცემები.
ევროკავშირმა საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე აწია. პირველი შემთხვევები დადასტურდა პორტუგალიაში, ისლანდიასა და ანდორაში. იტალიაში დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ვირუსის საფრთხის გამო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ანგელა მერკელს ხელი არ ჩამოართვა.
ირანში ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. მათ შორისაა ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის თანაშემწეც. სამხრეთ კორეაში კი დაინფიცირების შემთხვევებმა 4 ათას 200-ს გადააჭარბა. ქალაქ ტეგუში დაინფიცირების წყაროდ რელიგიური სექტის კუთვნილი ეკლესია დასახელდა. მისმა ლიდერმა დღეს პრესკონფერენციაზე დაიჩოქა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.