ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველსავე საშეჯიბრო დღეს ორი სპორტსმენით იასპარეზა და ორი მედალი მოიპოვა. გამარჯვებული ლევან ქელეხსაშვილი გახდა. მან 70 კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ფინალში მან აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. დავით მარსაგიშვილს, მან 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. დღეს ქვიშის თამაშებზე ქართველები კიდევ ორი სპორტსმენით წარდგებიან. საქართველოს ღირსებას ისევ მოჭიდავეები, დავით ხუციშვილი და მამუკა კორძაია დაიცავენ.