მსოფლიოს უდიდესი კინოფესტივალები 10 დღიანი გლობალური ონლაინ ჩვენებისთვის ემზადებიან. 20-ზე მეტი ფესტივალი YouTube-ის პლატფორმაზე გაერთიანდება. სპეციალურ არხზე გაიმართება იმ ფილმების ჩვენება, რომელთა ნახვასაც კონომოყვარულები ბერლინში, კანში ვენეციასა და სხვა ფესტივალებზე კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ შეძლებენ.
„გლობალური კინოფესტივალი“ 29 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. პროგრამაში, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ყველა ჟანრის ფილი შევა. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მსოფლიო კინოფესტივალების სრულფასოვანი ჩატარება პანდემიის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.