მსოფლიოს უხუცესი კაცი, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები, 116 წლის ფრედი ბლუმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
კაცის პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ის 1904 წლის მაისში დაიბადა, თუმცა ბლუმი გინესის რეკორდსმენთა სიაში ამ დრომდე არ შეუყვანიათ.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ბლუმი მოზარდი იყო, როცა, 1918 წელს, მისი ოჯახის ყველა წევრი ესპანურმა გრიპმა იმსხვერპლა.