logo
ENG



მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღწევს

06 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღწევს. გარდაცვლილია 69 ათასი ადამიანი. სპეციალისტების თქმით, ეს კვირა ყველაზე რთული იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. კორონავირუსი დაუდგინდა ერთ-ერთი ავიამზიდის კაპიტანს, რომელმაც გემზე ვირუსის გავრცელების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია. საგანგებო მიმართვით გამოვიდა დედოფალი ელისაბედი და მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა. 

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ბორის ჯონსონს, რომელსაც კოვიდ 19 ის დიაგნოზი 27 მარტს დაუსვეს, კვლავ სიცხეები აქვს. მას კლინიკაში კვლავ ანალიზებს ჩაუტარებენ. პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად ჯონსონი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს და მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ.

ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საკარანტინო წესების გამკაცრებას, რადგან მოსახლეობის ნაწილი რეკომენდაციებს სრულად ვერ იცავს. სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა ბრიტანელებს დედოფალმა ელისაბედმაც. მონარქმა  მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა, ეს მისთვის ტახტზე ყოფნის პერიოდში რიგოით მეხუთე გამოსვლა იყო.  ერთიანობა- ეს იყო ელისაბედ მეორის მთავარი გზავნილი ბრიტანელებისადმი.

„მთელი მსოფლიოდან ვისმენთ გულთბილ ისტორიებს ხალხი როგორ ერთიანდება სხვების დასახმარებლად. როგორ აწვდიან პროდუქტს და წამლებს მეზობლებს. თვით იზოლაცია ზოგჯერ რთულდება, მაგრამ ყველა ხვდება, რომ სწორედ თვითიზოლაციაა შესაძლებლობა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. მახსენდება ჩემი პირველი მიმართვა, რომელშიც ცემი და დამეხმარა. ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ და უინძირიდან მივმართავდით საკუთარი სახლებიდან მათსავე უსაფრთხოებისთვის ევაკუირებულ თანატოლებს. დღესაც მტკივნეულია საყვარელ ადამიანებთან დაშორება, მაგრამ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. ბევრი გამოწვევა გვინახავს, მაგრამ ეს სრულიად სხვაა. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება ყოველი ჩვენგანის იქნება“, - განაცხადა დედოფალმა. 

მოსახლეობას მიმართა შვედეთის მეფემაც. კარ გუსტავმა შვედებს მოუწოდა აღდგომის დღესასწაულის დროს სოციალური დისტანცია დაიცვან. კოვიდ 19-მა შვედეთში 400 ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

კვლავ მძიმე ვითარებაა შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გასული 24 საათის განმავლობაში დაავადებამ კიდევ 594 ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა არ არის და კრიზისის გადალახვასაც ამერიკელები მალე შეძლებენ . 

კომპანია თესლამ სასუნთქი აპარატების მასობრივ გამოშვებაზე მუშაობა დაიწყო. ილონ მასკის კორპორაციამ მათი მოდელები უკვე შექმნა და ნიუ იორკში ქარხნის გახსნასაც გეგმავს. 


close დახურვა