logo
ENG



მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ აშშ რჩება

07 მაი 202020:49
3 წუთის საკითხავი
clock 325

მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ შეერთებული შტატები რჩება. როგორც დაინფიცირებული, ასევე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, ამერიკაში ყველაზე მეტია. ვაშინგტონს და პეკინს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ისევ გრძელდება. შეერთებული შტატები თვლის, რომ ჩინეთმა ვერ მოახერხა ეპიდემიის შეჩერება, რაც შესაძლებელი იყო. დონალდ ტრამპის თქმით კორონავირუსის ეპიდემია პერლ ჰარბორის და 11 სექტემბრის თავდასხმებზე ურესია. 

შეერთებული შტატების განცხადებებს პეკინში უპასუხეს და თქვეს, რომ კორონავირუსი საერთო მტერია. ჩინეთის საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. 

შეზღუდვების შემქსუბუქების პარალელურად, სიფრთხილის შენარჩუნებაზე ფიქრობენ საფრანგეთში. პარიზის მეტროში სპეციალური ნიშნებს აკეთებენ, რომლებიც  უნდა დაეხმარონ მგზავრებს, დისტანცია დაიცვან. 

ძალიან სწრაფად მატულობს კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები რუსეთის ფედერაციაში. იქ დაინფიცირების 11.000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1600-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. პოლონეთში კი მმართველი პარტიები შეთანხმდნენ გადადონ საპრეზიდენტო არჩევნები,  რომელიც ქვეყანაში კვირას უნდა გამართულიყო. არჩევნების ახალი თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ. 

 


close დახურვა