მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა.
გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 67 მილიონზე მეტი.
აქტიური შემთხვევების რაოდენობა 25 მილიონს აღწევს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა - 24 102 429 შემთხვევა. მას ინდოეთი მოსდევს 10 543 659 ადამიანის ინფიცირებით. ბრაზილია - 8 394 253 შემთხვევა, რუსეთი - 3 520 531, გაერთიანებული სამეფო - 3 316 019;
საქართველოში კორონავირუსით, 15 იანვრის მონაცემებით, დაინფიცირდა 245 789 ადამიანი, გარდაიცვალა - 2893.