მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 105 ათასს მიაღწია. მათგან 81 ათასამდე შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება, სადაც ერთ-ერთ პროვინციაში სასტუმრო ჩამოინგრა, რომელსაც საკარანტინო შენობად იყენებდნენ. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებიდან 43 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. ამ დრომდე ნანგრევებშია 28 მოქალაქე.
442-მდე გაიზარდა კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი შემთხვევა გამოვლიდა მისურის შტატში. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ნიუ-იორკში. 200-ს გადააჭარბა დაავადებულთა რიცხვმა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში კი კორონავირუსი 700 ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსის გავრცელების გამო ჯანდაცვის მობილური ცენტრები აამოქმედეს გერმანიაში. მათ, ვისაც დაავადების სიმპტომები აქვთ, ანალიზის აღება ქუჩებშივე შეეძლებათ.