იტალიაში, გასული დღის განმავლობაში კოვიდ 19–ით, ინფიცირების 1 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებული 333 ადამიანი გარდაიცვალა.
საფრანგეთში დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა 437 შეადგინა, ბრიტანეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 360 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში, პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსს 211 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 3 000 000-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 922 000-ზე მეტი ადამიანი.