მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა.
მკვლელობას სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მიმდინარე წლის 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, მხოლოდ დღეს, საკუთარი ნებით ჩაბარდა სამართალდამცველებს.
მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა
23 აპრ 202011:37
3 წუთის საკითხავი