ისრაელში, მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოლდბერგის და, მარი ლობატონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც გოლდბერგის ოჯახის წევრი წერს, ახალგაზრდა ქალი "ჰამასის ტერორისტების ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს".
თამარ გოლდბერგი მეგობრებთან ერთად იმ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელიც ტერორისტების ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. ოჯახის მას 7 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.
მანამდე, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმიდან 2 დღეში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე 260 ცხედარი აღმოაჩინეს.