მუსლიმები მთელს მსოფლიოში რამადანის წმინდა თვის დასრულებას ზეიმობენ. სულიერი ლიდერები კორონავირუსის პანდემიის გამო მორწმუნეებს მოუწოდებენ, ურაზა-ბაირამის დღესასწაული სახლებში აღნიშნონ.
მკაცრი ზომების შემსუბუქების მიუხედავად, ვირუსის გავრცელებისა და მასშტაბური ოჯახური შეკრებების პრევენციის მიზნით, დღესასწაულის პერიოდში საუდის არაბეთში საყოველთაო კომენდანტის საათი გამოცხადდა.