logo
ENG



მუქარით გაუპატიურება, თვითმკვლელობამდე მიყვანა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

08 მაი 202100:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურამ პირს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. 

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა 2021 წლის 5 მაისს ადამიანი მუქარის გააუპატიურა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსხვერპლი მერვე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.

„ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა