logo
ENG



მუხთარლი: თუ ქართული მხარე ხელს არ შემიშლის, საქართველოში მინდა ცხოვრება

19 მარ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ სურს აზერბაიჯანის მიერ საქართველოში ჩადებული ინვესტიციების გამოძიება.

„თუ ქართული მხარე ხელს არ შემიშლის, საქართველოში მინდა ცხოვრება. მანდ მეგობრები მყავს, სამსახურიც კარგია და მუშაობაც ადვილია. საქართველო აზერბაიჯანთანაც ახლოსაა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოში და ამის გამოძიება მინდა“, - განაცხადა მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს.

ჟურნალისტი 17 მარტს გაამართლეს და გაათავისუფლეს საპატიმროდან.


close დახურვა