ავტოსაგზაო შემთხვევა სანზონაში. მუხრანის ქუჩაზე ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა. მილი აფეთქდა, შედეგად კი რამოდენიმე საათი მუხრანის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქუჩაზე გაზი რამდენიმე საათის განმავლობაში ჟონავდა. შემდეგ კი ადგილზე თბილისი ენერჯის თანამშრომლები მივიდნენ. სანზონის 6 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს აღუდგება.
„ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა ჩვენი მაგისტრალური გაზსადენი. გათიშულია დაახლოებით 6000 აბონენტი ჩვენი ჯგუფები მუშაობენ აღდგენით სამუშაოებზე. ხვალ დილიდან უკვე დაიწყება აბონენტების ჩართვა. 6 საათამდე ჩართული იქნება ყველა აბონენტი“,-განაცხადა თბილისის ენერჯის დირექტორმა ედიშერ ხორავამ.