logo
ENG



მღვდელ-მონაზონი: ხელისუფლება და საპატრიარქო უნდა შეთანხმდეს

02 აპრ 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

"ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის უნდა მოხდეს შესაბამისი მოლაპარაკება",-ასე აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს. მისი თქმით, საპატრიარქომ უკვე მიიღოს გადაწყვეტილება ეკლესიებში წირვა-ლოცვის არშეწყვეტის შესახებ, თუმცა მთავრობასთან მოლაპარაკება აუცილებელია. 

"ჩვენ, თითოეული პირი სასულიერო პირებისა და არამხოლოდ, ვალდებულნი ვართ საქართველოს ეკლესიის დადგენილებას. თუმცა, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ამიტომ შეგვიძლია ჩვენი კერძო, ინდივიდუალური აზრი დავაფაქსიროთ. ჩემი მოკრძალებული აზრია ის,რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის უნდა მოხდეს შესაბამისი მოლაპარაკება. გადაწყვტილება მიიღონ იმის მიხევდით, რა ფონის პანდემიაა. საბერძნეთის შემთხვევაშიც იგივე იყო, როცა სინოდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ხელისუფლებას და მერე მოილაპარაკეს",-განაცხადა იერონიმე ქათამაძემ.


close დახურვა