სკანდალური განცხადებების ავტორმა საქართველო დატოვა. პარიზის „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარმა გადაწყვეტილება საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით დღეს მიიღო.
გიორგი სხილაძემ მეუფე ზოსიმე 1988 წელს სასულიერო აკადემიაში სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ხოლო ქაშუეთის მოქმედ მღვდელს პედოფილიაში დასდო ბრალი, მამა გიორგი სასულიერო პირების მონაწილეობით სხვა სერიოზულ ბრალდებაზეც საუბრობს.
მღვდელი აცხადებს, რომ მოქმედი მღვდელმსახურების გარკვეული რაოდენობა ნარკოვაჭრობითაა დაკავებული. სასულიერო პირი მუქარაზეც საუბრობდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში მიიღო.