ეპისკოპოსთა უმეტესობა თბილისში იმყოფება და ორი დღეა შეხვედრებს მართავენ პატრიარქთან. იგეგმება თუ არა ახალი სინოდის სხდომის გამართვა, - ამაზე სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, „ფორმულას“ ინფორმაციით, მღვდელმთავრები საპატრიარქოში ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ. გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა პატრიარქის თანამოსაყდრე შიო და გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, იგეგმებოდეს კიდევ ერთი სინოდის სხდომის ჩატარება.
საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე და სხვა მეუფეები ამბობენ, რომ მეუფეების საპატრიარქოში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„ფორმულამ“ უშუალოდ გადაამოწმა რამდენიმე ეპარქიაში იყვნენ თუ არა მეუფეები ადგილზე. ფოთისა და ხობის ეპარქიაში აცხადებენ, რომ მეუფე გასულია და გვიან დაბრუნდება. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში განაცხადეს, რომ მეუფე თბილისში იმყოფებოდა.