ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მშენებარე სახლიდან გადმოვარდა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება. ექიმების ინფორმაციით, ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. მედიკოსები პაციენტისთვის განმეორებითი კვლევის ჩატარებას გეგმავენ.
„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე იყო კომატოზური არასტაბილური უკიდურესად მძიმე. გასული დღე ღამის განმავლობაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება არ ყოფილა. რჩება ისევ არასტაბილური. გრძელდება მკურნალობა, დაგეგმილია განმეორებით კვლევები დინამიკაში მდგომარეობის შესაფასებლად. ამ ეტაპზე რაიმე სახის სასწრაფო, გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან 2 ახალგაზრდა გადმოვარდა, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა.