logo
ENG



მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა რეანიმაციაშია მოთავსებული

06 თებ 202008:43
3 წუთის საკითხავი
 

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურად მძიმეა. დაშავებული მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„მდგომარეობა მძიმეა. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. არასტაბილური ჰერმოდინამიკით რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება მკურნალობა. უახლოესი საათების განმავლობაში ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება“, -​ აღნიშნა ექიმმა ელგა გიორგაშვილი 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. მასთან ერთად იყო 21 წლის ბიჭიც, რომელიც გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.  


close დახურვა