დუშეთში მოსახლეობას მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება შეეზღუდათ. მიზეზი სანიტარიული დაცვის ზონების იმგვარად განსაზღვრაა, რაც ადგილობრივებს ხელს უშლის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნაკვეთები ისეთ სივრცეში მოხვდა, რაც რეგულაციებს ადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის აკრძალვის გარდა, მიწის ფასი ეცემა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ხელისუფლებას სულ სხვა მიზნები აქვს.
მშენებლობის უფლების შეზღუდვა დუშეთის მუნიციპალიტეტში
21 ივლ 202320:36
3 წუთის საკითხავი