logo
ENG



მშენებლობის წართმეული უფლება

07 აპრ 202320:35
3 წუთის საკითხავი
 

ირღვევა თუ არა ასეულობით ოჯახის უფლებები რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის გამო. ხმაური იყო დღეს დუშეთის მერიაში, სხდომის გადაღების შესაძლებლობა მერმა ფორმულას არ მისცა. რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს კუთვნილ ნაკვეთებზე მშენებლობას უკრძალავენ. ზუსტ განმარტებას არავინ აკეთებს, თავად მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მიზეზი ნატახტარი-ჟინვალის გზაა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული ინფორმაციით, რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ნატახტარი-ჟინვალის ახალი მონაკვეთი, საგურამოს, ჭოპორტის, აბანოსხევის და ბულაჩაურის მიმდებარედ გაივლის და ჟინვალთან, არსებულ გზას შეუერთდება. კიდევ ერთი დეტალი, მოსახლეობა შიშობს, რომ ამ პროცესში მიწის ღირებულებას ხელისუფლება ხელოვნურად ამცირებს.


close დახურვა