logo
ENG



მშვიდობიანი დემონსტრანტების ქიმიური მოწამვლის შედეგებზე ეუთოში კვლევა წარადგინეს

06 ოქტ 202614:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/1pwo7p01u0hfmq0.png

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლას და მისგან გამოწვეულ შედეგებს შეეხება.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევა აღწერეს, რა სიმპტომები ჰქონდათ დაზარალებულებს და რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული. აღნიშნულია, რომ ბევრისთვის ისინი არ გამქრალა.

კვლევის მიხედვით გამოვლენილ სიმპტომებს შორისაა: სმენის დაქვეითება, თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემა, სუნთქვის პრობლემა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

კვლევის წარმდგენებს შორის არიან ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, ექიმი გიორგი კამკამიძე, და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თამარ ონიანი.

 


close დახურვა