უკრაინაში ბრძოლისას გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს. დავით რატიანის ვარკეთილის სასაფლაოზე, გია ბერიაშვილი კი თბილისის ზღვის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მოქალაქეებმა პატივი მიაგეს გმირულად დაღუპულ სამხედროებს. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის - ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. ის მარიუპოლში დაიღუპა, სადაც ინტენსიური ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. შაბათის ფორმულას სიუჟეტი.
მშვიდობით გმირებო - შაბათის ფორმულა
26 მარ 202220:03
3 წუთის საკითხავი