ნობელის კომიტეტმა აბი აჰმედ ალის პრემია მეზობელ ერითრეასთან 20-წლიანი კონფლიქტის მოგვარებისთვის გადასცა.
ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის რიგით მეასე ლაურეატია. აბი აჰმედ ალი 300 კანდიდატს შორის შეარჩიეს.
შეგახსენებთ, ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2018 და 2019 წლის ლაურეატები უკვე დაასახელა. გამარჯვებულები პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პეტერ ჰანდკე გახდნენ.