logo
ENG



მშვილდაძე: ეს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში დასრულებულია

17 ნოე 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
1jjuhobc6ia20o0.png

მასშტაბური აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე ფორმულანიუსთან კომენტარს აკეთებს მისი მით დღეს მთავარი არის ის რომ უპრეცედენტოდ ფართო და მრავალფეროვანი აქცია იმართება. "პირველ რიგში დღევანდელი აქციიდან უნდა ველოდოთ იმას რომ უპრეცედენტოდ ფართო მრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი მოქალაქეების პოლიტიკური პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მთელ მრავალფეროვნებას ნახავს დღეს და ძალად და რაოდენობას ის ვისთვისაც ესენი მნიშვნელოვანია“, -განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ ასევე ისაუბრა სამოქმედო გეგმებზე, მისი თქმით ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვითარება რთულია, მაგრამ მისივე თქმით მთავარი არის ის, რომ თითქმის მთელი ოპოზიცია თანხმდება, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის სწორი.

„რაც შეეხება სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით არის რამდენიმე ამბავი, სიტუაცია და ვითარება რთულია, ბევრი პარტია არის შესათანხმებელი, ყველა პარტიას აქვს სხვადასხვა ამოცანა, მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახალი პარტიებისთვის მთავარი პრიორიტეტი არ არის მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს მოთხოვნა რომ ადეკვატურია მაზე ყველა ვთანხმდებით შევძლებთ მაგალითად პროპორციული სისტემის მიღებას გერმანული ან სხვა მოდელით ან რაიმე სხვა ფორმით, ეს უკვე ცვლის საერთო ტაქტიკას ოპოზიციის მხრიდან როგორი უნდა იყოს ამ არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგია არ მოხდება ესე მაინც მაჟორიტარებს გაიტანს არ არის პრობლემა მაჟორიტარულ არჩევნებშიც ეს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში დასრულებულია“,-განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებამ დაიყოლიოს ხელისუფლება ვადამდელ პროპორციულ არჩევნებზე.

„რადიკალური ძალების დემონსტრირება და რადიკალური განწყობის დემონსტრირება, აქ პოლიტიკურ თამაშებზე არა არის საქმე რეალურად ქვეყანას ართმევენ უმნიშვნელოვანეს რამეს აქ განათლებაზე, ჯანდაცვაზე ეკონომიკაზე, გლობალურ პრობლემებზე კი არ მიდის საუბარი, დემოკრატიაზე მიდის ლაპარაკი, იმისთვის რომ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს ის ვინც უნდა, გადავიდეთ დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე“,-განაცხადა მშვილდაძემ.


close დახურვა